ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე.
პროტესტის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. პარლამენტის შენობის ამავე პერიმეტრის შიდა ნაწილში სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ისინი ასევე მობილიზებული არიან თავისუფლების მოედანზე.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟიც.
აქციაზე, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.