რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

26 მაისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.
„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საღამოს შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს, ასევე შეკრებილებს შეუერთდებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ.
დღეს დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და გამოხატავენ პროტესტს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო