რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებს პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ “წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.
სამართალდამცველები დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისა და საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, – მიმართა პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა.
“ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს