ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გზა გადაკეტეს.
ექიმები სოლიდარობას უცხადებენ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პედიატრს, გიორგი ჩახუნაშვილს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
პარალელურად აქციის მონაწილეები იკრიბებიან რუსთაველის მეტროსთანაც, საიდანაც მოგვიანებით საპროტესტო მარშით პარლამენტის წინ გადმოინაცვლებენ და მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან. საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 317-ე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.