ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე აქციის - „დაიბრუნე ხმა“ მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის - „დაიბრუნე ხმა“ მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის სახელწოდებით - "დაიბრუნე ხმა" მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
აქციას მსვლელობით ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. პარლამენტთან დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანიც. აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები მალე სიტყვით მიმართავენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.