რუსთაველის გამზირზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, რომ სცენის დამონატაჟების პროცესი დაეწყოთ.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებს სცენის აპარატურის დამონტაჟებასთან დაკავშირებით 12:00 საათზე მიმართეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნებართვისთვის დრო განზრახ გაწელეს.
შეგახსენებთ, აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული