რუსთაველის გამზირზე ათობით პირი დააკავეს – მთელს პერიმეტრზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ.
ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ათეულობით მომიტინგე უკვე აიყვანეს.
პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.
პარალელურად, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე მასიურად უშვებენ ცრემლსადენ გაზს. აღსანიშნავია, რომ თავად საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სპეციალური ნიღბებით არიან აღჭურვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს