არქივი1 იანვარი, 2025, 00:50
რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ წელს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ახალი წლის ღამეს ათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს.
მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა რამდენიმემეტრიანი საახალწლო სუფრა.
აქციაზე, "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა შეასრულეს "დაისი".
ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.
მანამდე, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.