რუსთაველის აქციის მონაწილე ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში თავს დაესხნენ

დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ თავს დაესხნენ თავისი სამოქალაქო პოზიციის გამო. შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა.
თავდასხმის შემდეგ მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სისხლის კვალი აქვს სახეზე, ცხვირთან და საფეთქლის არეში.
„კიბეზე ფეხი რომ შევდგი, უკნიდან ვიღაცამ კედელზე მიმახეთქა… კედელზე მიმაყენეს და „დამიშვეს“. თან მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისი გულისთვის გხვდება, ახლა მაინც არ გაჩერდებიო?!. ბოლოს გავითიშე… რომ გამოვფხიზლდი, უკვე არავინ იყო ირგვლივ“, – იხსენებს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აძრა ძალადობის, 126-ე მუხლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ