რუსთაველზე, შენობიდან შუშა ჩამოვარდა და ავტობუსის კონტროლიორს დაეცა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა და ავტობუსის კონტროლიორს დაეცა. იგი თავის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისის მერიის ინფორმაცით, კონტროლიორის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. უწყების ცნობით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მუდმივ კომუნიკაციაშია მასთან.
28 დეკემბერს, დილიდან თბილისში ძლიერი ქარია, რამაც სხვადასხვა პრობლემა შექმნა: წაქცეულია ხეები და ბანერები, დაიმტვრა ხის ტოტები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საახალწლო განათებები. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ქარმა სახურავი გადახადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა თბილისში, იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილიც დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ