არქივი10 თებერვალი, 2025, 21:52
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ლევან გოგიჩაიშვილს ძალის გამოყენებით აკავებს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ფორმულა დეტალებს არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.