ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ეს მისი პრიორიტეტი იქნება მას შემდეგ, რაც იანვრიდან 47-ე პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს.
მისი თქმით, ის დაასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მაშინვე, როგორც კი თეთრ სახლში შევა, თუმცა დეტალურ ნაბიჯებზე, როგორ მოახერხებს ამას, ჯერ არ უსაუბრია.
“ჩვენ ვიმუშავებთ ახლო აღმოსავლეთზე, ასევე აქტიურად ვიმუშავებთ რუსეთსა და უკრაინის თემებზე. ომი უნდა დასრულდეს. დღეს ვნახე ინფორმაცია, ბოლო სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ გალა საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, აღნიშნული გამოსვლა ტრამპის მიერ პირველი მთავარი საჯარო გამოჩენა იყო 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამ გამოსვლის დროსვე ტრამპმა წარადგინა შინაგან საქმეთა მდივნის კანდიდატად დუგ ბერგამი, რომელიც ამერიკელი ბიზნესმენი და ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორია. ბერგამი 1.1 მლრდ დოლარს ფლობს და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ამერიკელი პოლიტიკოსია. გარდა ამისა, ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის პოზიციაზე რობერტ კენედი დაასახელა, რომელიც ცნობილია, როგორც ვაქცინაციის მოწინააღმდეგე. ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს. მათი კანდიდატურები სენატმა უნდა დაამტკიცოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.