ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში კამჩატკის მხარეში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეციდან სოფელ ნიკოლაევკაში მიფრინავდა. მათ შორის მანძილი 25 კილომეტრია. 22 ადამიანიდან სამი ეკიპაჟის წევრია, ხოლო დანარჩენი - რიგითი მგზავრი.

გაუჩინარებულ ვერტმფრენს უკვე ეძებს სამაშველო სამსახური.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.