ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულ დონეზეა. მას შემდეგ რაც ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე აშშ-მა და ევროკავშირმა ტარიფები გაზარდეს, რუსეთის ბაზარი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ერთგვარი ხსნა აღმოჩნდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთში ევროპული, კორეული და იაპონური ბრენდების გაყიდვები კრიტიკულად შემცირდა. თუ ომის დაწყებამდე ამ ბრენდების წილი რუსულ ავტობაზარზე, 69%-ს შეადგენდა, წელს 8.5%-მდეა დასული.
ანალიტიკური სააგენტო Autostat-ის დათვლით, ომის განმავლობაში, რუსულ ავტობაზარზე ჩინური ავტომობილების წილი 9%-დან 57%-მდეა გაზრდილი.
2024 წლის 9 თვეში რუსეთში ექსპორტზე 850 ათასი ერთეული ჩინური ავტომობილია გასული. ჩინური ავტომობილებისთვის რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტი ბაზარი მექსიკაა, სადაც დაახლოებით 400 ერთეული მანქანაა გაყიდული.
რუსეთში გაყიდული ჩინური ავტომობილების 90%-ს შიდა წვის ძრავი აქვთ.
ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, ჩინელმა ავტომწარმოებლებმა რუსეთში მხოლოდ სექტემბერში $1.8 მილიარდის ღირებულების ავტომობილები გაყიდეს, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში ავტომობილების ექსპორტით ჩინელმა ავტომწარმოებლებმა სულ რაღაც $96 მილიონის შემოსავალი მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.