რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დააკავეს

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„22 მაისს სასამართლომ შამარინს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება“, – წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ ვადიმ შამარინის მიმართ წაყენებული ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი, იური კუზნეცოვი დააკავეს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვი დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს