ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ყირიმის ხიდის არაეფექტური დაცვისთვის პოლკოვნიკს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ყირიმის ხიდის არაეფექტური დაცვისთვის როსგვარდიის პოლკოვნიკს, სერგეი ვოლკოვს, სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ვოლკოვი როსგვარდიის საზღვაო სამმართველოს მეთაურის თანამდებობას იკავებდა. გამოძიების ინფორმაციით ყოფილი პოლკოვნიკმა კრასნოდარიდან ყირიმში გადაიტანა ხიდის დასაცავად საჭირო რადიოლოკაციური კომპლექსების, რომლებიც უვარგისი გამოდგა.
სასამართლომ ვოლკოვს ყველა წოდება ჩამოართვა და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად ყოფილი პოლკოვნიკი ბრალდებას უარყოფს.
პოლკოვნიკი ვოლკოვი 2023 წლის მარტში დააკავეს. გამოძიების ვერსიით 2020 წელს მეთაურმა 400 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკა შეიძინა, რომელსაც ყირიმის ხიდი უნდა დაეცვა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.