ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, უფაში დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთში, უფაში დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონის დედაქალაქ უფაში, 31 ოქტომბრის ღამით, დრონები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.
სავარაუდოდ, საუბარია ქალაქის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანა "ბაშნეფტ-უფანეფტეხიმზე". ბაშკირეთის მმართველის, რადი ხაბიროვის თქმით, თავდასხმა განხორციელდა სამი უპილოტო საფრენი მოწყობილობით რამდენიმე სამიზნეზე. მან განაცხადა, რომ ერთმა დრონმა ქარხნის შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრია, ხოლო ორი დანარჩენი სამრეწველო ზონაში ჩავარდა.
ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს, რეგიონული ხელისუფლება ხშირად ამსუბუქებს დრონების თავდასხმის შედეგებს.
ხაბიროვის შეტყობინებაში არ არის ნათქვამი, ვის მიერ იყო დრონები გაშვებული.
ადრე რამდენიმე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაზიანდა რუსეთში, უკრაინის არმიისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის “თვითმკვლელი დრონების” თავდასხმის შედეგად.
გამოცემა "ბაზას" მონაცემების თანახმად, თავდასხმის გამო ქარხნის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. უფის აეროპორტში საათზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა ფრენა შეჩერებული იყო.
ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 1800 კილომეტრში მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.