რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში, დრონებით თავდასხმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, მაქსიმ ლეონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დადგენილების თანახმად რაიონში მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, – წერს ლეონოვი „ტელეგრამის“ არხზე.
მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად, „ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.
„უსაფრთხოების მიზნით, აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ყველა სამსახურია მობილიზებული“, – დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.
რომან ბუსარგინის ცნობით, სარატოვის ოლქზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოლქის თავზე 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე