პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, პროდუქტის ფასების ეტიკეტების ანტისაომარი მესიჯებით ჩანაცვლების გამო, მუსიკოსს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც სუპერმარკეტში პროდუქტებს ფასების ეტიკეტები მოაშორა და ისინი ანტისაომარი შეტყობინებებით ჩაანაცვლა, 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 33 წლის საშა სკოჩილენკოს ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის დასდო.
"მე არ მეშინია და შეიძლება სწორედ ამიტომ ეშინია ჩემს მთავრობას ჩემი," - თქვა სკოჩილენკომ თავის უკანასკნელ სასამართლო პროცესზე.
"რუსეთის არმიამ მარიუპოლში ხელოვნების სკოლები დაბომბა. 400-მდე ადამიანი ამ სკოლებში თავს აფარებდა," - წერია ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელსაც მუსიკოსმა პროდუქტს ფასის ეტიკეტის ნაცვლად დააკრა. "რუს წვევამდელებს უკრაინაში აგზავნიან. ჩვენი ბავშვების სიცოცხლე ამ ომის ფასია," - ნათქვამია სხვა მსგავს წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.