ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს.
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან.
კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუბერნატორ, ანდრე ბოჩაროვზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების 4 თანამშრომელი. ისინი სუროვიკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია. გუბერნატორის განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არ არიან.
აღნიშნული ციხე მკაცრი რეჟიმის კოლონიად ითვლება, სადაც 1200 პატიმარი ეტევა. თუმცა, რია ნოვოსტის ცნობით, ამ ამ დროისთვის იქ 1000-მდე მსჯავრდებულია.
ეს არ არის რუსეთში, პატიმრების მიერ ციხის თანამშრომლების მძევლად აყვანის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა როსტოვშიც. მაშინ, ციხე სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.