ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი ავრცელებს.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ღამით, ლიპეცკში, მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა, მოგვიანებით კი ხანძარი გაჩნდა.
„სპეცსამსახურების მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ახლა ამ ინფორმაციის და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო კადრების გადამოწმება მიმდინარეობს“, - განაცხადა იგორ არტამონოვმა.
იგორ არტამონოვის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.