არქივი10 მაისი, 2024, 03:50
რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში წუხელ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „პირველი ქარხნის“ მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებების ხმების შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა.
“ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.