პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში მესენჯერი „Signal“ დაბლოკეს

რუსეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ მესენჯერი „Signal“ დაბლოკა.
უწყების ცნობით, მიზეზი ისაა, რომ მესენჯერმა „კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია“, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ სერვისი არ გამოიყენონ „ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის“.
„როსკომნადზორის“ განცხადებას წინ უძღოდა მომხმარებლების პოსტები შეფერხებებზე მესენჯერის მუშაობაში.
„Signal“ კომუნიკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მესენჯერად მიიჩნევა და მისით გადაცემული ინფორმაციის მიღება სპეცსამსახურებს და მობილურ ოპერატორებს უჭირთ. ამასთან ერთად, მესენჯერი, სხვებთან შედარებით, მომხმარებელთა ყველაზე ცოტა ინფორმაციას ინახავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.