ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს დილით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებს თავს დრონებით დაესხნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა.
„შვიდი ადამიანი დაშავდა. სერიოზული დაზიანებები არ არის, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე“, - წერს TASS-ი.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.