არქივი24 აპრილი, 2024, 06:09
რუსეთში თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მექრთამეობის გამო დააკავეს
რუსეთში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე, ტიმურ ივანოვი დააკავეს. ამის შესახებ 23 აპრილის ღამეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.
გამოძიება დიდი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დანარჩენი დეტალები არ დაუზუსტებია და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები".
მასალა განახლებადია
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.