რუსეთში დააკავეს ჩინეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აფეთქებაში ბრალდებული ერთი პირი

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია -ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქებაში ბრალდებული პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბელარუსის მოქალაქეა.
TASS-ის მიხედვით, დაკავებული ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ ის უკრაინის სპეციალური სამსახურების კონტროლის ქვეშ მოქმედებდა.
აფეთქება 30 ნოემბრის ღამეს ბურიატიაში ბაიკალი-ამურის რკინიგზაზე, ვლადიმირ ბესოლოვის სახელობის სევერომუისკის გვირაბში მოხდა.
Ukrainska Pravda-მ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. წყაროს მტკიცებით, რკინიგზა, რომელიც მ ააფეთქა, რუსეთისა და ჩინეთის მთავარი დამაკავშირებელი ხაზია. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი ამ რკინიგზას სამხედრო მომარაგებისთვის იყენებს. როგორც ცნობილია, აფეთქების გამო, რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი ბურიატიის რკინიგზა ახლა პარალიზებულია.
“ოთხი ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა სატვირთო მატარებლის გადაადგილებისას. ახლა FSB შემთხვევის ადგილას მუშაობს და რკინიგზის მუშები წარუმატებლად ცდილობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმის შედეგების მინიმიზებას” – ამბობს ანონიმური წყარო Ukrainska Pravda-სთან.