პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში გასცეს ნავალნის YouTube-ის არხის პროდიუსერის დაპატიმრების ორდერი

მოსკოვის სასამართლომ 23 აგვისტოს გასცა დაპატიმრების ორდერი ნინა ვოლოხონსკაიას სახელზე - YouTube-ის არხის, Navalny LIVE-ის პროდიუსერის, რომელიც ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.
აგვისტოს შუა რიცხვებში ვოლოხონსკაია შეიყვანეს რუსეთის ძებნილთა სიაში, ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ბრალდების საფუძველზე.
აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები და პროექტები რუსეთში 2021 წლის ივნისში გამოაცხადეს ექსტრემისტულად და აკრძალეს.
დაპატიმრების და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ვოლოხონსკაიას ექვს წლამდე ემუქრება პატიმრობა.
კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი თებერვალში, არქტიკაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები ოპოზიციონერის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.