რუსეთში ბენზინის წარმოება უკვე 14%-ით შემცირდა – უკრაინის თავდასხმების შედეგი მოსკოვისთვის

“ეხო კავკაზა” რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში ბენზინსა და დიზელის საწვავის ყოველკვირეული წარმოება მცირდება უკრაინული დრონების თავდასხმების გამო.
სტატისტიკის მიხედვით, 18-24 მარტის კვირის განმავლობაში, რუსულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი.
ამრიგად, რუსეთში ბენზინის წარმოება მარტის ბოლოს წლიური თვალსაზრისით შემცირდა 14%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 7%-ით.
გასულ კვირას “Новая газета Европа” წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მწყობრიდან გამოეყვანათ საავტომობილო საწვავის რუსული წარმოების დაახლოებით მეექვსედი (16%).
მარტში თავდასხმა იყო არაერთ ქარხანაზე, მათ შორის “როსნეფტისა” და “ლუკოილის” ქარხნებზე. ორივე შედის რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და მოსკოვს ბენზინით ამარაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ