ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში აღრიცხავენ ადამიანებს, რომლებიც ნავალნისთვის მემორიალებთან ყვავილებს მიიტანენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან - "სევდის კედელთან" და "სოლოვეცკის ქვასთან" ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის გამო პოლიციელებისთვის სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა.
შესაბამის ბრძანებას, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა, გრიგორი სვერდლინი აქვეყნებს, რომელიც ანტისაომარი პროექტის - "'Идите Лесом" (იარეთ ტყით) დამფუძნებელია. ეს ფრაზეოლოგიზმი ქართულად "დაახვიეთს" ნიშნავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს - უნდა აღირიცხონ ის ადამიანები, რომლებიც მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ. ბრძანებაში ამის მიზეზად "შესაძლო სამართალდარღვევის აცილება და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის იდენტიცირებაა" მოყვანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.