ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში არჩევნები არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი – სტოლტენბერგი

რუსეთში არჩევნები არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი – სტოლტენბერგი
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე “სრულიად უკანონო და ისეთი, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს” უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.