არქივი27 ივლისი, 2024, 20:09
რუსეთში ავიგამანადგურებელი Су-34 საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
"სერაფიმოვიჩის რაიონის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ, რომლებშიც ტყის ზემოთ კვამლი ჩანს". - წერს რუსული მედია Baza.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო და პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვარდნის წინასწარ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი სახელდება.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости-ც ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.