რუსეთში აბორტებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ

ს სახელმწიფო დუმა შეისწავლის პატრიარქ კირილეს შეთავაზებას აბორტების შეზღუდვაზე. კერძოდ, მისი შეთავაზებით, აბორტები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა მხოლოდ კერძო კლინიკებში უნდა აიკრძალოს.
პატრიარქ კირილეს ინიციატივასთან ერთად, არაერთმა კერძო კლინიკამ თავად, კანონით დავალდებულების გარეშე, ან მთლიანად, ან ნაწილობრივ თქვა უარი აბორტების ჩატარებაზე. როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, ეს მოხდა კურსკის, ჩელიაბინსკის და ლიპეცკის ოლქებში, ასევე თათრეთსა და ანექსირებულ ყირიმში. მორდოვიაში, ტვერისა და კალინინგრადის ოლქებში კი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააწესეს ჯარიმები “ქალების აბორტისკენ დაყოლიებაზე”.
აბორტის შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, მ განაცხადა, რომ აბორტების აკრძალვის და კრიმინალიზაციის გზით ხელისუფლება „ნამდვილად არ წავა“, თუმცა დაამატა, რომ შეზღუდვები ნამდვილად დაწესდება.
მატვიენკოს თქმით, წარსულში რუსეთში აბორტების აკრძალვის გამოცდილება „სავალალო შედეგებით“ დასრულდა და ასეთი ზომის მიღება პროცედურის კუსტარულად ჩატარებასა და ქალთა სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, როგორც იგი ამბობს, ხელისუფლების მიზანია, რომ აბორტები არა ქალის ნებით, არამედ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ჩატარდეს – სამედიცინო მიზეზებით ან/და „ქალთა მიმართ რაღაც ძალადობის“ შემთხვევაში.
„ამისკენ მივდივართ, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ სამუშაოს ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა მან.