რუსეთს სურს ირანთან დაკავშირებული ჯგუფების გამოყენება დასავლეთთან დაპირისპირებისთვის - ISW
კრემლის სავარაუდო გეგმა, რომ გადასცეს იემენელ ჰუთებს რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა, ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების სურვილს ირანთან და აძლიერებს ვარაუდობს, რომ მოსკოვი, მიზნად უნდა უსახავდეს თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების გამოყენებას დასავლეთთან ირიბად დასაპირისპირებლად, - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული (ISW) ინსტიტუტი.
2 აგვისტოს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადებოდა 2024 წლის ივლისის ბოლოს ჰუთებისთვის უცნობი რაკეტებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის, მაგრამ უარი თქვა ამ გეგმაზე შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კონტაქტის შემდეგ.
"რუსეთის გეგმების შესახებ ცნობები, რომ დასავლეთთან ირიბად დასაპირისპირებლად მხარი დაუჭიროს ჰუთებს, კოორდინირებულია რუსეთის რამდენიმე საინფორმაციო და ჰიბრიდულ ოპერაციასთან, რომლის მიზანია აიძულოს დასავლეთი, რომ რუსეთთან დაპირისპირების შიშით თავი შეიკავოს უკრაინის მხარდაჭერისგან“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტუტუტის (ISW) განცხადებაში.
ივნისში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის რაკეტებით განხორციელებულ იერიშებზე "ასიმეტრიულ პასუხად", მოსკოვს შეუძლია დაიწყოს დასავლეთის ქვეყნების მოწინააღმდეგეებისათვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება.
პუტინმა არ დააკონკრეტა, თუ ვის შეიძლება გადაეცეს რუსული რაკეტები. ამერიკულ სამხედრო ბაზებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიტარიზებული ჯგუფები, ხოლო დასავლურ სავაჭრო გემებს რეგულარულად ესხმიან თავს იემენში მოქმედი შეიარაღებული ჰუთების რაზმები. ირანული რაკეტები და თვითმფრინავები ყველაზე ხშირად გამოიყენება თავდასხმებში და თავად მოსკოვი დაინტერესებულია თეირანიდან ამ ტექნოლოგიების მოპოვებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.