ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რუსეთს მშვიდობა არ სურს” – ზელენსკი

“რუსეთს მშვიდობა არ სურს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 აპრილს უკრაინულ ქალაქ კრივი რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება. მისი თქმით, უწყვეტი დარტყმები ცხადყოფს, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს.
“რუსულმა რაკეტამ დაარტყა ერთ ჩვეულებრივ ქალაქს — პირდაპირ ქუჩაზე, საცხოვრებელი შენობებით დასახლებულ ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. ამ დროისთვის ცნობილი გახდა 14 დაღუპულის შესახებ, მათ შორის არიან 6 ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია მინიმუმ 5 საცხოვრებელი სახლი.
რუსული დარტყმები ყოველდღიურად ხდება. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს — რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, და ჩვენ ამას ვხედავთ. ამას ხედავს მთელი მსოფლიო. ყოველი რაკეტა, ყოველი დარტყმითი დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. და მხოლოდ მსოფლიო ზეწოლაზე, უკრაინის გაძლიერების ძალისხმევაზე, ჩვენს საჰაერო თავდაცვაზე და ჩვენს ძალებზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ეს ომი.
ამერიკას, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ აიძულონ რუსეთი, უარი თქვას ტერორსა და ომზე. ეს უნდა იყოს მიღწეული — საჭიროა მშვიდობა”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.