“რუსეთს ეკონომიკა დაემსხვერა…” – ახალი სანქციების კანონპროექტს სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს – სენატორი

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მას სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს კანონპროექტზე, რომელიც ეხება რუსეთისთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს ქვეყნებზე, რომლებიც მისგან ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ.
„ტრამპმა ისაუბრა იმედგაცრუებაზე. მე მინდა ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები წარმოადგენს სენატის შეხედულებას, რომ მთავარი ბოროტმოქმედი რუსეთია… პუტინი უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის გასულელებას შეეცდება, ამიტომ ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია -ის პრეზიდენტისთვის“, – თქვა სენატორმა.
სენატორი ამბობს, რომ მას 72 კოლეგის მხარდაჭერა აქვს.
ლინდსი გრემის თქმით, პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომ ან დაჯდეს ტრამპთან ერთად მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ან რუსეთის ეკონომიკა „დაემსხვრეს“.
Bloomberg-ის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, სანქციები მოიცავს 500%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს