„რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“ – ენტონი ბლინკენი ნავალნის სიკვდილზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე „რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“. CNN-ის თანახმად, ბლინკენმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, რომლებიც მას გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვიზიტისას ახლდნენ თან.
„ათ წელზე მეტია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება – [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი დევნიდა, წამლავდა და იჭერდა ალექსეი ნავალნის და ახლა მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადდა. თუკი ეს ცნობები ზუსტია, ჩვენი გულები მის მეუღლესთან და ოჯახთან არის“, – განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ მრავალ ქვეყნის წარმომადგენელთან ექნებათ საუბარი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)