ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთს ევროკავშირმა მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, აცხადებენ ფინეთი და შვედეთი

ფინეთი და შვედეთი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის გამო. განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა 26 მარტს გააკეთა.
„ის ფაქტი, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის მოწმე გავხდით, რაც აშკარად უკავშირდება რუსეთის მთავრობას, სანქციების დაწესებას აუცილებელს ხდის კონკრეტულად მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მის [ნავალნის] სიკვდილზე“, - თქვა ბილსტრომმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მისი ფინელი კოლეგა ელინა ვალტონენიც მონაწილეობდა.
"ჩვენი ღრმა რწმენით, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სანქციების პაკეტი უნდა გაფართოვდეს, რადგან ვხედავთ, რომ სანქციები განსხვავებას იძლევა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის უნარს, აწარმოოს თავისი უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - თქვა მან.
ტობიას ბილსტრომის თქმით, ორ სკანდინავიურ ქვეყანას ასევე სურს სანქციები დაუწესდეს ბელარუსს, რომელიც უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირეა და მხარს უჭერს მოსკოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.