ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთს გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს – შვედეთის არმიის მეთაური

შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, მიკაელ ბიდენის თქმით, რუსეთს ბალტიის ზღვაში მდებარე გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს. ბიდენმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა RND-სთან ისაუბრა. გოტლენდის კუნძული ბალტიის ზღვაში შვედეთსა და რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის ოლქს შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ გოტლენდის კუნძულს თვალი დაადგა. პუტინის მიზანია ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება. ამას უდიდესი გავლენა ექნება ჩვენ ცხოვრებაზე. ამას ვერ დავუშვებთ” – თქვა მიკაელ ბიდენმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვასა და მათ გაფართოებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, რუსეთს სურს საკუთარ შიდა წყლებად გამოაცხადოს კალინინგრადის აღმოსავლეთით და ფინეთის ყურეში მდებარე დამატებითი საზღვაო ტერიტორიები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.