ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები ან სავაჭრო პარტნიორები - NATO-ში აშშ-ს ელჩი

რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები ან სავაჭრო პარტნიორები - NATO-ში აშშ-ს ელჩი

"პრეზიდენტ ტრამპმა ყველაზე უკეთ იცის ბერკეტის გამოყენება და მისი განცხადებით, 8 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე, ჩვენ გამანადგურებელ ტარიფებისა და სანქციებს დავუწესებთ რუსეთს." - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა Newsmax-თან საუბრისას თქვა.
მისი განმარტებით, მთავარი ისაა, რომ პუტინს ნავთობის გაყიდვა ესაჭიროება, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში გაყიდვა და ეს ქვეყნები ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოექცევიან რუსეთთან ბიზნეს საქმიანობისთვის.
"რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები ან სავაჭრო პარტნიორები. ომის დაფინანსების მათ უნარს ბოლო მოეღება," - ამბობს უიტაკერი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.