ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიძლება ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. სლოვაკეთი ერთადერთი არ არის - პესკოვი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიძლება ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქვეყანა ბევრია.
„სლოვაკეთი ერთადერთი შემოთავაზება არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა საუბარი სხვა ქვეყნების შესახებაც იყოს, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ და თანაბარი დიალოგი აქვთ, როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან. მსგავსი ქვეყანა საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების სლოვაკეთში გამართვის მზადყოფნა გამოხატა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.