ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა Meduza-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური აგენტების” სიაში გამოცემა Meduza-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო შეიყვანა.
როგორც ცნობილია, რუსეთში თავად გამოცემა MEDUZA “აგენტად” 2021 წლის აპრილიდან გამოაცხადეს, ხოლო 2023 წლის იანვარში არასასურველ ორგანიზაციად აღიარეს.
შეგახსენებთ, რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს ამოქმედდა და ის იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევს, არაკომერციული ორგანიზაციები გამოაცხადოს უცხოურ აგენტებად, თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.