რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა

ფოტო: AP Photo
7
წაკითხვა
Anthropic-მა დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც AI მოდელ Claude-ის ბოროტად გამოყენების ფაქტებს აღწერს. რუსეთთან დაკავშირებულმა ოპერატორებმა ის კიბერშპიონაჟისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და დრონების განვითარებისთვის გამოიყენეს.
კომპანიამ რუსეთიდან წვდომა, ვებსაიტის ტრაფიკი და საბანკო ბარათები დაბლოკა, თუმცა ოპერატორებმა ამ შეზღუდვებს გვერდი მაინც აუარეს, მათ შორის კომერციული VPN სერვისების მეშვეობით.
ანგარიშის მიხედვით, ჰაკერულმა ჯგუფმა GTG-20006-მ — იგი Midnight Blizzard-თანაა დაკავშირებული — Claude გამოიყენა კიბერთავდასხმების ავტომატიზებისთვის, რომლებიც 20-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი სამიზნეები უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის სამინისტროები იყო; ჰაკერებმა იერიში დრონების მიმწოდებლებზეც მიიტანეს; მიზანში ამოიღეს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სამთავრობო უწყებებიც.
ოპერატორებმა Claude, კერძოდ, ინჟინერ-ასისტენტად გამოიყენეს მავნე პროგრამებისა და ფიშინგის ხელსაწყოების შექმნისას. მათ AI მოდელს ავტორიზაციის მონაცემების მოპარვა და ინფორმაციის ამოღება დაავალეს. ჰაკერებმა ის სრულიად ავტონომიური კიბეროპერაციებისთვისაც გამოიყენეს.
გარდა ამისა, ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთმა ოპერატორმა Claude ყოველდღიური პროკრემლისტური რადიოკონტენტის შესაქმნელად გამოიყენა. ამ ოპერატორს Wagner-ის მემკვიდრესთან (African Corps/Africa Politology) აკავშირებენ. გენერირებული მასალა საფრანგეთსა და შიდა ოპოზიციაზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. მოლდოვაში რუსული ქსელის, Sputnik-ის, ყოფილმა რეგიონულმა ხელმძღვანელმა AI ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენა, რომ სიახლეები და გამოკითხვების მონაცემები პროკრემლისტურ პროპაგანდად გადაექცია.
ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, Claude გამოიყენეს ავტონომიური დრონების პროგრამული უზრუნველყოფისთვისაც. რუსეთთან დაკავშირებულმა დეველოპერებმა Claude Code-ს მიმართეს, რათა კამიკაძე დრონებისთვის პროგრამული უზრუნველყოფა დაეწერათ. დეველოპერებმა AI მოდელები უკრაინიდან მიღებულ საბრძოლო ვიდეომასალებზე გაწვრთნეს. შედეგად მათ ავტონომიური დამიზნების სისტემა შექმნეს და გამოცადეს. ტესტირებისას სისტემა დონეცკის რეგიონში არსებული სამიზნისკენ მიმართეს.
Anthropic-მა პროექტში ჩართული ცხრა ანგარიში რუსულ უნივერსიტეტს და ერთ-ერთ კვლევით ცენტრს დაუკავშირა. თავად ამ უკანასკნელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას უკავშირებენ.
შემთხვევების გამოვლენის შემდეგ კომპანიამ ყველა იდენტიფიცირებული ანგარიში გააუქმა და უსაფრთხოების სისტემებიც გააძლიერა. Anthropic-მა ინფორმაცია ხელისუფლებასაც გაუზიარა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ5953 ნახვა
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს4258 ნახვა
აღმოაჩინეს “ცხელი ყინულის” ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს864 ნახვა
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს835 ნახვა
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?610 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით “ელიასი”
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით “ელიასი”
გადახედვა
კოსმოსი
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა “საუკუნეში ერთი”
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა “საუკუნეში ერთი”
გადახედვა
ადამიანი
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
მეცნიერება
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
მეცნიერება
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
ჯანმრთელობა
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
Sci-Tech
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს