რუსეთმა 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა უკრაინაში სამხედრო სამსახურის საფუძველზე

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსეთმა მიმდინარე წელს 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. ეს შესაძლებელს ხდის რუსეთის მოქალაქეობის პასპორტების გაცემას მათზე და მათი ოჯახის წევრებზე.
ეს მონაცემი 4 ნოემბერს გამოაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა, თუმცა ბუნდოვანი რჩება, იგი მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვის გაცემული პასპორტების რაოდენობას ასახავს, თუ მათი ნათესავებისასაც.
ბრძანების თანახმად, სამხედრო პირს მოქალაქეობა ენიჭება, თუკი ის ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს რუსეთის არმიასთან ან პრორუსულ სამხედრო დანაყოფებთან, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
პარალელურად, რუსეთმა შემოიღო კანონები, რომლებიც შესაძლებელს ხდის მოქალაქეობის ჩამორთმევას მათთვის, ვინც რუსეთის პასპორტი ნატურალიზაციის გზით მიიღო – იგულისხმებიან პირები, რომლებიც უარს იტყვიან სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე.
ვოლკის თანახმად, 2024 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ამ საფუძველზე 1117 პირს ჩამოერთვა მოქალაქეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო