ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაჭრილია 6 წლის ბავშვი

19 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე რუსებმა ხერსონი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 6 წლის ბავშვი.
"რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმის. თავს გაუფრთხილდით. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრებისგან და გახსოვდეთ ორი კედლის წესი". – წერს ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური.
ორი კედლის წესი უსაფრთხოების წესია, რომლის მიხედვითაც დაბომბვის დროს, ადამიანსა და ღია სივრცეს მინიმუმ ორი კედელი უნდა აშორებდეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.