პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი

20 მარტს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მიიტანა იერიში. ქალაქის ერთ-ერთი უბნის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
ინფორმაცია, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის მერმა გაავრცელა:
„ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ უბანს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგეი ბოლვინოვიმ.
მოგვიანებით დადასტურდა, რომ დაბომბვას მსხვერპლიც მოყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.