პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ცენტრალური ბანკის ყოფილი წარმომადგენელი ალექსაშენკო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სერგეი ალექსაშენკო, წარსულში რუსეთის ბანკის დირექტორის მოადგილე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - იუწყება რუსეთის მედია 18 ნოემბერს.
ალექსაშენკო აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აშშ-ში ცხოვრობს მას მერე, რაც უთანხმოება მოუვიდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებასთან. მას უკვე მისადაგებული აქვს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი.
TASS-ის ცნობით, ალექსაშენკოს სახელი შსს-ის ძებნილთა სიას დაუკონკრეტებელი ბრალდებით დაუმატეს. რუსეთის პარლამენტის წევრმა, ვასილი პისკარევმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ალექსაშენკო მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავების პროცესში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.