რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად გაეროს სანქციებისა – Financial Times

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს დაწესდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება დაიწყო 7 მარტს. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მინიმუმ ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი გავიდა. ამის შემდეგ ორი გემი გაემართა პორტ ჩხონჯინში, სადაც, როგორც ჩანს, ნავთობი გადმოტვირთეს, წერს ბრიტანული გამოცემა.
ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) სამეცნიერო თანამშრომლის, ჯოზეფ ბირნის თქმით, ამ ხომალდებიდან ზოგიერთი გაეროს სიაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უცხოურ პორტებში ყოფნაც კი აკრძალული აქვთ.