ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუმის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის ცნობით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
„მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“, - წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.