რუსეთმა “უცხოეთის აგენტებად” გამოაცხადა პრეზიდენტობის არშემდგარი კანდიდატი და ჯარისკაცთა ცოლების ჯგუფი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 31 მაისს “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიყვანა ეკატერინა დუნცოვა, – რომელმაც შარშან დოკუმენტები წარმოადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირების მიზნით.
დუნცოვამ 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პლატფორმით. დუნცოვა ჟურნალისტია ქალაქ რჟევიდან, იგი იყო რჟევის ქალაქის საბჭოს წევრი, და ღიად გამოდის უკრაინაში ომის დასრულებისა და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების აღკვეთის მოწოდებებით.
დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დუნცოვას უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებაზე და არ მისცა ხელმოწერების შეგროვების და კამპანიის წარმოების ნებართვა. დუნცოვა თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მას პოლიტიკური მიზეზებით აუკრძალეს.
31 მაისს იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტად” ასევე გამოაცხადა ქალთა ჯგუფი, სახელად “გზა შინისაკენ”, რომელიც აწარმოებს კამპანიას სამხედრო მობილიზაციით უკრაინაში გაწვეული კაცების დასაბრუნებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა