არქივი2 ივნისი, 2025, 09:09
რუსეთმა უკრაინისგან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ მემორანდუმი მიიღო - მედინსკი

სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მემორანდუმის ვერსია მიიღო.
მედინსკის თქმით, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა.
ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია, მედინსკის ხელმძღვანელობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის სტამბოლში ჩავიდა გუშინ საღამოს ჩავიდა. შეხვედრა ჩირაგანის სასახლეშია დაგეგმილი.
Ipn.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.